მარტოობა


ჩემი ოთახი - ნესტიანი კედლებითა და დახეული შპალერით... ხანდახან ფანჯარასთან ვდგავარ და ვუყურებ, როგორ მიდის ცხოვრება ჩემს გარეშე... სხვამ თუ არა, შენ ხომ იცი, როგორ მიყვარდი?!
ჩემი იმედები ისე დაიფანტნენ დროსა და სივრცეში, როგორც სულის შებერვის შემდეგ ბაბუაწვერა იშლება ქარში და იფანტება.
ეს ბოლო ხანია, ჩემს ოთახსაც აკლია მზიანი ამინდები. ყოველი დღე წინა დღის ტყუპისცალია. 
წამოვწვები ლოგინზე და ასე მგონია, ცხოვრების ტალღებმა ერთ უკაცრიელ კუნძულზე გამომრიყეს.
თუ გახსოვს, ერთადერთი რაც მშველოდა - ლექსებით ანესთეზია, ახლა ისიც აღარ... უფრო სწორად, ნაკლებად. 
ჩემი სიმარტოვე ქრონიკულია და ასე რომ არ ყოფილიყო, იქნებ მეპოვნა კარი გარეთ გამოსაღწევად. ...და ვცხოვრობ ასე, ერთფეროვნად და უაზროდ, არც შენთვის, არც ჩემთვის, არც სხვისთვის, მხოლოდ სცენარის მიხედვით... 
ჩემი ოთახი ნესტიანი კედლებითა და დახეული შპალერით.
ძნელია მარტოობა. ხანდახან ფანჯარასთან ვდგავარ და ვაკვირდები, როგორ მიდის ცხოვრება ჩემს გარეშე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი