ისე მომენატრე
ისე მომენატრე, რომ სული იწვის, როგორც უდაბნო უძილო ღამეში; მშურს იმ ჰაერის, მშურს იმ სიგრილის, რომელიც ეხება და იბნევა შენს თმებში. მინდა, რომ ვიგრძნო შენი სუნთქვის ალ-ალმური, ტუჩების თრთოლა და სხეულის სითბო, როცა სიბნელეში თვალებს დახუჭავ და ჩემი მკლავები შენს ვნებას დაიპყრობს. მოდი და დამწვი ამ ცეცხლის ალით, ყველა აკრძალვა გავაქროთ ბინდში... ისე მომენატრე, რომ დღეს ეს ღამე ჩვენს გიჟურ კოცნას ითხოვს სიჩუმეში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი