ისევ წვიმს
მაშინაც წვიმდა, როცა გაგიცანი, ქუჩებს ეფინა სველი სინაზე, შენი თვალების ლურჯი ციმციმი ანათებდა და კრთოდა მინაზე. ქარი არხევდა სველ იასამნებს, ეფინებოდა წვეთები შენს თმებს, იმ დღიდან ჩემი ყველა ოცნება მხოლოდ შენს ლამაზ საიდუმლოს ეძებს. დღესაც წვიმს... ისევ სარკმელთან ვდგავარ, მონატრებას აქვს ისევ ის სუნი, როცა პირველად შეგეხო ხელი და სიყვარულით ათრთოლდა სული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი