ლურჯი აკორდი


ქარი ქრის... ნისლში ირევა ჩრდილი,
სარკმელს ეცემა თეთრი ფიფქები,
შენი თვალების სევდა ფარული
სულს ეფინება, როგორც ფიქრები.
შორს, სამრეკლოზე რეკენ ზარები,
ღამე იღვრება ლურჯი აკორდით,
მე შენს ეფემერულ აჩრდილს დავეძებ
იმ სივრცეებში, სადაც არ იყავი.
პოეტის სულის ჩუმი გოდება..
ისევ ეხება გაყინულ მინას,
შენი სახელი, ვით ლოცვა, დარჩა
ღამე რომელშიც სიჩუმე კივის..
შორს იკარგება ლანდი ბავშვობის,
უძირო სივრცეს მიჰყვება ქარი,
და იმ შორეულ, დაკარგულ გზებზე
ისევ მტირალი ისმის ზარი.
და როცა თოვლი დაჰფარავს ქუჩებს,
როცა ჩაქრება ბოლო სანთელი,
ჩემი სიმღერა, ვით ჩუმი რდილი,
შენს მარადიულ ხსოვნას გაჰყვება.
და მე დავრჩები ამ სიჩუმეში,
ვით უნაპირო ჰორიზონტს  ნავი,
და სანამ ღამე სარკმელთან მოთქვამს,
შენს მოლოდინში მიქრება თვალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი