მხოლოდ შენ
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე, უნდა გიმზერდეს გვერდით ვარსკვლავი, უნდა გეფინოს ღრუბელი ლურჯი — შენ უნდა იყო ჩემი წამალი. შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი გიფრიალებდეს წაბლისფერ დალალს; გაიღო უცებ სამოთხის კარი, ანგელოზებმა ძებნა დაგიწყეს. შენს წმინდა სახეს, შვენებით სავსეს, ვუმზერ და ვტკბები, ვფიქრობ და ვხვდები — ერთადერთიხარ, ვისაც ვეძებდი, ვისზეც კი ღამით ჩავფიქრდებოდი. და კვლავ იქუხებს ზეცა ელჭექით, კვლავ შენს სიყვარულს გამოვენთები, კვლავ დავიძახებ: „ჭირი მე შენი!“ და კვლავ ტრფიალით გამოვფხიზლდები… შენი თვალები ყველაფერია, ბუნების ფერზე უფრო მეტია, შენი ღიმილი ჩემი ღმერთია, შენი გული კი, ალბათ, ჩემია. სიზმრად ნახულო, ქალო ლამაზო, დღეს კი ოცნებავ ასრულებულო, ლამაზი სულის დიდო პატრონო, ჩემო ვარსკვლავო და ჩემო მზეო… (მე ვარ, ვინც გაღმერთებს) მე დაგარწმუნებ რომ სიყვარული კვლავ არსებობს,დაგარწმუნებ რომ სიყვარულის ქარაფში კვლავ გადაეშვება ადამი,რომ კვლავ დაამხობს ვინმე ტარიელისავით შეყვარებული ქაჯეთს კვლავ დაუდგება მას გვერდით თავისი მეგობარი ავთანდილი,კვლავ დაიწერება პოემა უმაღლესი და უდიდესი მე შენ ჩემს სიყვარულში დაგარწმუნებ,რადგან მე შენ ძალიან შემიყვარდი და ეს გრძნობა წრფელია და კიდე მრავალჯერ გეტყვი რომ მე შენთან გავიგე როგორია ადამიანი იყოს ბედნიერი როგორია ადამიანი,რომელიც ფიქრობს და ცხოვრობს შენით.მე შენზე ფიქრებით მითენდება და მიღამდება მე შენ მიყვარხარ ჩემო დახატულოო ჩემო თვალხატულაა და ჩემო ოცნებავ ასრულებულო.გპირდები ხელს არ გაგიშვებ არასდროს და გპირდები,რომ შენით ვიცხოვრებ. ძალიან მიყვარხარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი