როგორ მარტივია თითქმის


ერთი "სიგარეტი" მანძილია,
ფიქრით დაღლამდე და იქით...
განცდებით თამაში უფრო მარტივია,
ვიდრე მთათა დაღლა ნისლით...
ისრის გასროლამდე თითებია...
სიტვყას წინ უსწრებდეს აზრი...
ზოგჯერ რეალობაც მითებია...
თუკი "ჩარჩოებში" არ ზის.
არწევს შემოდგომას ქარი ხის ტოტებზე,
სევდას ეწირება მხოლოდ ის ფოთლები...
სულის მუსიკაა სიმშვიდის ნოტებზე
ჩურჩულით ნათქვამი ღმერთისთვის ლოცვები...
აცვივა გრძნობები ნაწვიმარ იარებს,
ლექსის დაწერაც კი ზოგჯერ არ მინდება...
ნატვრა ოცნებებმა სადღა არ იარეს...
რამდენჯერ იცვალა ზეცამ ამინდები...
ერთი "სიგარეტი მანძილია,
ფიქრით დაღლამდე და იქით...
ზოგჯერ ყველაფერი როგორ მარტივია,
როგორ მარტივია "თითქმის"...

მთიელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი