ოღონდ მითხარი


ოღონდ მითხარი

რამდენ გზის ფიქრით დაღლილი მზერა,
მე შენზე დარდი არ მტოვებს წამით.
შენია, ჩემში ამ გულის ფეთქვა,
მტკივხარ და ნეტავ გიშველო რა გზით?!

ვიცი, მწარეა ტკივილი გულის,
რამდენ უღმერთოთ დაგჭრეს ღალატით...
კივილი შენი ტანჯული სულის,
ვით მოგიშუშო მხოლოდ კალამით...

მითხარი რახელ, რა გზით გეწამლო,
ვით დაგეფინო მტკივარ წყლულებზე...
სთქვი, სად გწადია სად მოგეკალმო,
ვით დაგიტიო ხელის გულებზე?!

მითხარი, თუკი დაარღვევ დუმილს,
ვით დაგიკემსო გულზედ იარა?!
თორო, ეს გული არ შეწყვეტს ყმუილს,
შენ დარდებმა ხომ მასზეც იარა...

მითხარი, იქნებ გწადია სიხლად
რომ დავედინო ჟამთა ჭრილობებს...
ჰოი, წინაპართ სახელსა ვფიცავ,
არ დავზოგავდი შენთვის სიცოცხლეს!

მთიელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი