მეცამეტე თვე
მე, წელიწადი მეცამეტე თვეში გავცვალე... ოთხი დრო მომცეს და გზად მუდამ სხვა დროს ვხატავდი... ჩემი განცდები, აზვირთული სულის დაცლამდე... ებჯინებიან ცას შენისლულ დღეთა გასვლამდის... ბობოქრობს გული, ვით ამ ღამით ქრის ქარიშხლებად... შემოსწრებული სტუმარივით მითვლის ნაბიჯებს... დრო ოხერია, მოკვდავებთან არ გარიგდება... უკვდავებაა რომ დაღლის და თანაც აგიჟებს. შეერწყმევიან ფიქრნი ჩემნი მელნით ქაღალდებს ჰორიზონტებად დალაშქრავენ მეწამულ მზერას... როგორ უხდებათ ლამპიონთა ცეცხლი ქალაქებს... სოფელს კი კვამლით დათბილული ძირძველი კერა... ეჰ, ვინ რა იცის ვისთვის რას აქვს ხიბლი და ვისთვის არ... შემოათენდა გრძნობით დაცლილ კალამს თითებთან... ვდგები და თვლილი ნაბიჯებით მზისკენ მივდივარ... ღამით კი ისევ დამაბრუნებს მთვარე რითმებთან... შემოამტვრევენ შავყორნები ვადის გასვლამდე კარიბჭეს... თუკი უკვდავებას ტყვედ არ ჩავბარდი... მე, წელიწადი მეცამეტე თვეში გავცვალე... ოთხი დრო მომცეს და გზად მუდამ სხვა დროს ვხატავდი!... მთიელი (კაცი ნოემბრიდან)🦂
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი