უკვდავი საქართველო


ისე ლამაზად მოჩანს
ჯანღ მოხვეული მთები.
სიცოცხლის ტრფობით მავსებს
და დღეს უარყოდ ვთვრები!

დაუთოფია მზის სხევებს,
გაურღვევია ნისლი...
მწვანე მთის კალთებს მზერავს
მუზას, ფიქრივით ვითვლი...

რა ლამაზია ღმერთო,
ჩემი მიწა და წყალი...
დედა ღვთის მშობლის წილი,
წმინდა გიორგის მადლი.

დღეგრძელი იყავ ჩემო
სამშობლოვ ერთადერთო!
მისი დაჭრილი გული
ღმერთო, გთხოვ შეაერთო.

მისი დიადი სული
არასდროს გაანელო.
მთელს დედამიწას ხვიოდეს,
უკვდავი საქართველო!

მთიელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი