ლამის სიცოცხლე ამყაროს
ჩემში რომ სული ბობოქრობს ვერ დაიტევდა სამყარო... ხან ისე გადაირევა ლამის, სიცოცხლე ამყაროს...! გული კი უფრო ძლიერი ყოფილა მკერდის შიგნითა. რამდენი ბზარი გაუჩნდა, მაინც ჰყეფს არაგვივითა. სისხლი კი ჩემში შმაგია, ვინ იცის როგორ მახელებს. ხან ზეცაში მჭრის ორბივით ღრუბლების იქით მახედებს... მთები კი ისე დიდია, ვერ ჩავატიე გულშია. სამშობლო ჩემი დიადი, სანთლად ამინთევ სულშია. ყოვლად დიდია უფალი, გულში სულ ყველა დაგვტია. რამდენჯერ გავუდექით და ზურგი არასდროს გვაქცია! ~მთიელი~
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი