გულში იხუტებს ჯანღი ხეობებს
როგორ უხდებათ აყრა წვიმისას ნილებს, მწკრივებად როგორც მეომრებს... და ნაწვიმარზედ როგორც თილისმას გულში იხუტებს ჯანღი ხეობებს... რა ლამაზია აქ გაზაფხული, მთებში მძინარე ფიქრი იღვიძებს... ერთხელ თუ მაინც ხარ დაზადრული ამ სილამაზით, ვერ დაივიწყებ. ვერ გაიგონებ ვიცი ლექსიდან, მდინარეც იცვლის ფერებს ბარამდე... ეს უნდა ნახო ახლა მთებიდან, მკერდში რომ იგრძნო, მზერით ქარგავდე... დიდებულია სამშობლო ჩვენი! მართლა ღვთის წილი გვერგო საუნჯედ... ჩემი სიციცხლის არ მინდა წვეთი... თუ ეს სამოთხე მტერსამც დავუთმე... დასდევს მარტის ცას წვიმა თილსმად... ნსილთ მწკრივში აწყობს როგორც მეომრებს... და ნაწვიმარზედ როგორც ფიქრის ხმა შემოხვევია ჯანღი ხეობებს... მთიელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი