ატმები
წელს ისევ ჰყვავიან ატმები და ქუჩებს, კვლავ დასდევთ ყვავილთა სურნელი სიმორცხვით... მე ახლაც შმაგი ვარ, დავკოცნი მაგ ტუჩებს, მსურს ჩემო ავივსო შენით და სიცოცხლით. მახელებ, მთებიდან დავყვები ბილიკებს, იმ ძველი გზებიდან კვლავ სითბოს მოგიტან... რომ ზეცა გისწორებს მზესა და მიმიკებს, ფიქრსა და ოცნებებს მაგ მზერით მოვირთავ. მოვალ და რომ შემშლის ეგ შენი ღიმილი, უშენო ამ ღამეს წამებით გავიტან. შვებავ ამ სულის და ყოველი ტკივილის, შენში ვგრძნობ გაზაფხულს და არა მარტიდან... ამ ღვთისფერ გრძნობებსაც სჭირთ თურმე ძვირფასო, მიდიან წლები და დღეს უფრო მიყვარხარ! რომ ჩვენი შვილების თვალებშიც ჩვენ ვხარობთ, თქვენით ვარ და ვდარობ მე, თქვენს მზეს ვფიცავარ! წელს ისევ პატარძლებს მოჰგვანან ატმები და შენი სურნელი კვლავ მათრობს, ვმღერივარ... მე არცერთ გაზაფხულს არსაით ავცდები, სანამდე შენ მყავხარ, გაჩნივარ, ჩემი ხარ! მთიელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი