სამადლობელს თუ მოვასწრებ


ეპიზოდი ვარ სხვის ფილმში...
როგორც ჩემს ფილმში სხვა...
როგორ ეტევა ჩარჩოში?!
უკიდეგანო ზღვა...
დასასრული აქვს ყველაფერს,
თან არ თავდება გზა...
რთულია ფიქრი, ფიქრზე.
ცას როგორ არ წვავს მზე?!...
როგორ ბერდება სხეული,
როგორ ათეთრებს თმებს?!
ან დრო როგორ არ იღლება?!
ან რად არ ითხოვს ფრთებს...
შეშინებაა ადვილი
შიშს რომ დაძლიო ძნელი...
ცოდვები უფრო გვამძიმებს?!
თუ გადაღლილი ძვლები...
მეც ვითამაშებ ამ ჩემს ეპიზოდს...
იქნებ ზოგ ფილმში, კარგად...
სამადლობელს თუ მოვასწრებ,
ფეხბედნიერი წავალ...
მთიელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი