განცდების მთათა მივყვებით აღმართს


ოხ როგორ მიყვარს, მე შენით სავსე
ჩემი მზერა და შენი ნაკვთები.
აშლილი ქარი რომ, გიღიმის თმაზე...
შენი თვალები, მზით ანანთები...
მიყვარს მე შენი სურნელი, ტკბილი
იმ მათრობელა ყვავილთაფერავ...
გაზაფხულებს რომ დაუფრთხო ძილი
ჭრელი კაბიდან სინაზის ფრქვევამ...
მიყვარს, მაგ სულის ასე სიდიდე
ტკივილნარევიც რომ ჩემთვის ღელავს...
ამოუხსნელი, მკვეთრი სიდინჯე...
შესატყვისი რომ ვერც ლექსმა ვერ თქვას.
მიყვარს მე შენი დილა და ღამე
შენით გამთბარი ზამთარიც მიყვარს...
განცდების მთათა მივყვებით აღმართს...
და ზღვაზე დიდი გრძნობები მიგვაქვს...
ოხ როგორ მიყვარს ჩემო ცისდარავ
ეშხდათოვილი შენი ნაკვთები...
ამ შენით სავსე გულს მზით მიქარგავს
მზერა ეგ შენი, ღვთით ანანთები...
მთიელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი