სულის კიდეთი დამაქვს
მიადგა დილა ალბათ ჩემს სოფელს ვიცი, იქ ახლა მზეს სუსხი ჯაბნის... ცვარი ღლის ჟამით გაცვეთილ ღობეს, მთებს ფიქრის ფერი ნისლები დასდის. დაცლის დღეს ეს გზა, შორეულ მზეებს, რომ ხვალ ქალაქი დაიწყებს ათვლას... და რა წამიშლის შუბლზედ ამ ჭდეებს, ბავშვობის წლებსა და პაპის საფლავს. სად აქვთ ამ ლექსებს, ბოლო ან თავი, ამ გულის ცემას წამზომი სად აქვს?! წვდებოდეს ნეტავ, სიტყვა ან თვალი, იმას, რაც სულის კიდეთი დამაქვს... არგავს ეს წუთი, იმ სხვებს, ბინდდება, მძაფრი განცდები მახლავს. რა შეაჩერებს, შტორმების ტყვე ზღვებს, გაიტანს ნაპირს, წყალში დამარხავს... კვლავ ესტუმრება დილა იმ სოფელს, იქ სადაც ახლა მზეს სუსხი ჯაბნის. ხვალ გადაითვლის ზეცა ამ სტროფებს და მთის კალთებზე ნისლებად დაცლის! მთიელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი