აბა ვინ რა იცის


აბა შენ რა იცი, რას ვგრძნობ და განვიცდი.
ჩემს გულში რამხელა სევდა და დარდია...
ვინ იცის, რამდენს და სადამდე დავითვლი,
მარტო ვარ ჩემს თავთან, ირგვლივ კი ხალხია...

ვინ იცის, რამდენჯერ ვებრძოდი ავდრებსა,
რამდენჯერ ზაფხულში მათოვდა ფიფქები...
სულში რომ მიბნევდა სევდა ცივ ქარებსა,
ნისლივით მეხვია მარტოღა ფიქრები.

რამდენჯერ მეფინა სახეზე ღიმილი,
თვალებს კი ცრემლები ცვარივით ეკიდა.
ცოდვიანს, ხან ისე მჯაბნიდა ტკივილი,
ჯვარსაც კი გავუწყრი გულზედ რომ მეკიდა...

ეს ლექსი ვერ შესძლებს, ყველას ვერ დაიტევს,
რაც გულმა შესძლო და ამ ხნობით ატარა.
წუხილი ჩემში, ასე რომ მამძიმებს,
სხვებისთვის ალბათ ტვირთია პატარა...

წავალ, მეც გავყვები, ჟამთა სვლას ქარივით,
იქ სადაც მეკუთვნის, სადაც ღმერთს სწადია...
აბა ვინ რა იცის, რას ვგრძნობთ და განვიცდით,
ვის გულში რამხელა სევდა და დარდია.

მთიელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი