მე წავალ
მე წავალ ისევ არეული გზები წამიღებს, გულზედ ცრემლებიც მომადგება ალბათ კვალ და კვალ... ხვალ ნაზამთრალი დავიბრუნებ იმ ჭრელ აპრილებს და ჩემს იარებს, ღიმილების ფსკერზე დავმალავ. ვიცი რომ დარდი დამაღონებს მხოლოდ დრო და დრო, ჩემი სახელი არ გაცვდება, ცაზე დავხატავ... შენ კი ცხოვრება მოკერებულ ნიღაბს მოგაძრობს ისიც ჩემსავით უგზოუკვლოდ დაგთმობს, დაკარგავ. შეგახსენებენ ეს სტროფები ბევრჯერ ან ბევრგან... და სინანულის განცდით დაჭრილს მუდამ შეგრცხვება. ახლა ბორკილებ დადებული სულიდან ვწერ და ვიცი ეს ლექსიც იმ სხვებივით სადმე შერჩება... ნისლმორეული მთებივით ვარ, ზოგჯერ მზეც მტკივა. ხან არაგვივით ამევსება მაჯები ჟინით... ფიქრმა რომ იცის დაღლა მასზე მეტი სხვა ვინ თქვას?! უკვდავება არ დაიცლება მელნით ან სისხლით... მივდივარ, ისევ არეული გზისკენ მაცილებ... მიმოიხედე! ირგვლივ კარგი სად და რა გრეჩება?! მე ნაზამთრალი კვლავ მივაგნებ იმ ჭრელ აპრილებს... შენგან კი ბოლოს არაფერი აღარ დარჩება. მთიელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი