და ყველაფერიც არაფერია
ოთახი მომცრო, პატარა ბინა. სარკმელთან ღრუბელს უვადოდ სძინავს... არ ისმის არც ხმა და ისევ ციდან დაისის ფერი აისი გმინავს... ყინავს და სუსხი მაჯებს აშრობს, სცლის სისხლით, ამტვრევს... ვიცი კვლავ ფიქრი გააღებს კარებს და ისევ ლექსად ამშლის ან ამრევს... ამყვა დილიდან გულწრფელი განცდა, დროც დაიღალა, თითქოს დროც გაცვდა... გაზაფხულები წაიღო დარდმა... მაისი წელსაც კვლავ ზამთარს გავდა. გაჰყვა ეს ჩემი ფიქრიც შორს მიდის. განა მე მინდა, უფასოდ მყიდის... გამყრია გონი, სულის მაქვს რიდი და ავიფარე კვლავ სახე მშვიდი... ვივლი მე ასე რაც დამრჩენია, გზად ბევრი კარგიც გადამხდენია... ხან არაფერში ყველა ფერია და ყველაფერიც არაფერია... მთიელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი