მე აის ცა მიყვარს
მე აის ცა მიყვარს რომ შენმა თვალებმა, მზით გამინათა და დარებით შეამკო... მას მერე გული სილაღით დამყვება, რაც შენით დაითვლის და მასში შენ სახლობ... შენს ახლოს მინდა სულ ჰყვაოდეს ზაფხული, წავალ და დაგიკრებ შენფერა ყვავილებს... თუმცა დღეს მთები თოვლშია ჩაფლული და ზამთრის ნასროლი კვლავ და კვლავ მაწბილებს... მარტია, გადაღლის ამინდებს ქარები თუ აჰყვა ავდარი ღამეულ ხასიათს... წავალ და უძილო ფიქრებით დავთვრები... ლექსებით შევხვდები არყისფერ განთიადს. გასცლია მთვარეს ის ფერი, ყვითელი და ახლა თეთრობს, ვარსკვლავებს იხუტებს... ჩემო, მე შენი ღიმილი მიშველის, რადგან დარდს და ტკივილს მხოლოდ ეგ მიყუჩებს. მიქრიან წლები და ამევსო ვალებით... ოცნების სკივრი, განცდებს რომ აგროვებს... მე აის ცა მიყვარს! რომ შენი თველების სავსეა მზით და დარები ამკობენ. მთიელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი