მე დავიბადე!
შემომაწვება ნოემბრის ცა გულზე დარდივით, არყისფერდება განთიადი და მწუხრი ყველა... არეული მაქვს ნაბიჯები, ისევ მთვრალივით, ლოცვანარევი ლექსები თუ ამყრიან წყევლას... მშვიდი ხმაურით კვლავ ითვლიან ისრები წამებს, გაავდრებამდე მებჯინება ყელზედ განცდები... შეღრუბლული ცის ქცემოთ სავსე მთვარე მაწამებს და სადაცაა გავცილდები, საზღვრებს გავცდები... გადაივლიან კვლავ დღეები ალბათ რამდენი, როგორც აქამდე მიდიოდნენ, ქარებად, თოვად... შემოდგომაა იქნებ ფიქრში სევდის ჩამდები, სწორედ ამიტომ ეგებება წინ, ზამთრის მოსვლას... განაჩენივით ველოდები მე ჩემს საღამოს, იქნებ წელს მაინც ჩამოკრავდნენ სადმე ზარები... და თუკი რამით ვეღარ შევცვლი მე ამ სამყაროს, გთხოვ სულო ჩემო შენ მაინც ნუ გამებზარები... დღეს შემომაწვა ნოემბრის ცა დარდივით გულზე, წინ თეთრ ამინდებს ველოდები, ფერები გაცვდა... ნისლებთა უკან გადაკარგულ ჰორიზონტს ვუმზერ, ჰორიზონტს, ჭრელი ფოთლების მწკრივს რომ უკვე გასცდა... მთიელი (კაცი ნოემბრიდან)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი