სულში ღმერთს მიღვიძებს
მამივლენ ფიქრნი რომ დავყვები შარახევს, ლექსად მშლის არაგვი და შმაგი ჩარგლულა. მე აი ის მთები მაცოცხლებს, მალაღებს, ცის ცრემლა მძივებით ნისლში რომ ჩაფლულან... მივყვები ბილიკებს, ან საით ავცდები?! დრო და დრო ნიავთან ერთად მეც ვღიღინებ. რომ გული მხნედაა, დროს თელავს განცდები და მე ეს განცდები სულში ღმერთს მიღვიძებს... დავარღვევ, ჰოი ლექსით ამ სიჩუმეს, ესეთი დღეები ჩემს ცას რომ ატყვია. რითმად მდის ძარღვებში და დარდებს მიყუჩებს, გვწყალობდეს ღვთის მადლი და უფლის ხატია... ჩაივლის დრო როცა, მე და დღე ვმწუხრდებით. დღეებს ხომ ფარავენ წლები და გზად ხან თოვს... ვახ რა იქნებოდა მარტო იმ წუთებით, გვევლო რაც ჩვენია და მუდამ გვახსოვს. მაგრამ რას გაუგებ კაცი ამ ქვეყანას, ზოგისთვის სულ წაღმა-უკუღმად ტრიალებს... გუშინ თუ მთის კალთებს პირიმზე ეყარა, ხვალ ისევ გაცვდება დარი და იავდრებს... შენ კი მსურს იცოდე რომ ჩემო ძვირფასო, ძალა ხარ იმ ჩემი სავალი გზებისკე... ეგ შენი ღიმილი ფრთებში მშლის, მივალ შორს, ვეცლები მიწას და მივდივარ ზეცისკე... მივყვები ფიქრებით დაპენტილ შარახევს, მომძახის არაგვი და შმაგი ჩარგლულა. მე აი ის მთები სიცოცხლით ამავსებს, ცის ცვარა მძივებით ნისლში რომ ჩაფლულან... მთიელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი