ლექსს უნაპირო ფიქრი ჭირდება
ღამე, პირქუში, განცდებით სავსე, სული კვლავ ფიქრთა ჭიდილში ცვდება. ნისლები მთებზე, ამინდი ავდრობს მთვარე ცით სავსე წყალში ეშვება. მეშვება გულზედ, თან დარდი მახრჩობს, ადამიანობ და თან გდევს სევდა. ადამი, ვაშლი, ვაშლი თუ ევა?... ეშმა ან ჩვენზედ როგორ გამეფდა?! აყეფდა დილა, ამტვრევს მზე ბნელეთს, ღმერთი ხომ მაინც ყოვლად დიდია. განცდებით სავსე "დიდი" სამყარო, მისკენ სავალი ერთი ხიდია. გიდია, ცდომა და თუ ვერ სწავლობ, ცხოვრების გზაზე კვლავ და კვლავ გაქცევს... ელოდნენ, ცნობდნენ რომ მათთვის იყო და მაინც დაგმეს, გაწირეს, გასცეს. გამთქვეს, დღეს ისევ ჩემმა გრძნობებმა და ესეც ჩემი ერთი ქმნილება. პოეტი ღამეს, ღამეს ლექსი და ლექსს უნაპირო ფიქრი ჭირდება... მთიელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი