ღალატი დამალეთ


თავები დახარეთ, გმირები მოდიან!
მუნდირის ქვეშა და სამშობლოს თავზედ.
გფარავდეთ უფალი, ქუჩაში ომია!
რამდენი შავი დღე დავანთეთ ცაზედ...
და ახლაც დაღლილი სამშობლოს მიწაზე,
ვდგავართ და ძმა-ძმის წინ მოსისხლე მტერია...
რა მტრის და ვარამის, რა სხვათა ჯინაზე?!
ჩვენ მხოლოდ ჩვენივე თავი მოგვრევია.
,,რაც მაგრებივართ და რომ ქართველები ვართ"...
მარტოღა სუფრასთან და სუფრაც დავკარგეთ!
იმ საამაყო დღეთ ხომ მნახველები ვართ,
და იმ დღეთ სიმყარეს, ნეტავ ჩვენ რამ ვარგეთ?!...
დამალეთ ღალატი, შვილები მოდიან!
გმირებთა შვილები, თავები დახარეთ!
მათ ნუღარ ენახოთ დღეს აქ რომ ომია,
ომი რომელიც, ჩვენს თავთან გავმართეთ...

მთიელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი