რომ ვერ დავბრუნდი იმ დღიდან


მე დაგპირდი და ვერ დავბრუნდი, ჩემო იმ დღიდან...
ვიცი რომ ცრემლებს ეგ თვალები ახლაც ინახავს.
წლები, ეს მხოლოდ ციფრებია თვის კალენდრიდან,
აგვისტოა და ცხელი გული კვლავ, ტყვიას იმარხავს...
მე არ მოვკვდები სანამ ვინმეს ფიქრში ვიელვებ,
მანამ სანთელი არ ჩაქრება ჩემი ტაძრიდან.
რომ მომავალში ჩემი სული სადმე იფეთქებს,
თავს ანაცვალებს საქართველოს კვლავ, თუ დასჭირდა.
სამშობლოსათვის დაცემული, ცად ამაღლდება,
პატივია და ამაყი ვარ რომ წილად მერგო.
ჩემზე ტკივილით ნურვის დღენი ნურმც დაღამდება.
მე ვიღიმი და ეს ღიმილი მათ მიეც ღმერთო.
თქვენთან მოსასვლელ გზებს ვუმტვრევდი მტერს ყველა მხრიდან
და მადლობა ღმერთს მტერმა მისი ვერ გაიტანა.
მაპატიე რომ ვერ დავბრუნდი ჩემო იმ დღიდან,
თქვენსკენ ნასროლ იმ ტყვიას გული ახლაც ინახავს...

მთიელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი