მუზა


მუზა მამრევია ფიქრით გალეწილი,
ალბათ არაყმა და ღამემ გამახელა...
მთვარე დამყურებდა ჩემებრ გალექსილი,
ბილიკს ანათებდა ჩემს წინ თვალნათელა.

ისე ავირიე იქეთ გადავყევი
სად რო ცხადია და იქვე სიზმარია...
ქალავ, გეძახოდი შენაც გამამყევი,
იქამც დავრჩებიდეთ ბევრჯერ მინატრია.

რამდენჯერ ვეცადე, ლექსად დამეხატა
ეს სამყარო ჩემში როგორ სხვაგვარია.
მაგრამ, ხატვის ნიჭი რავქნა არ მებადა,
სიტყვით როგორ გეტყვი რაც გულს დამხატვია.

იქ სხვა ფოთლებია, ქარიც სხვანაირი,
წვიმის წვეთებიც კი მართლა სხვაგვარია.
ერთად ამხდენია ყველა ჩანაფიქრი,
ოცნება ნანატრი გზაზე გადამყრია.

იქ მდინარეც მისმენს, ჩემთან ერთად დადის,
ღამე მიმაცილებს მზიან განთიადთან.
მთვარესთან ვკამათობ, იმდენ კითხვას მაყრის,
დილას მოუსწვრია ბევრჯერ დაღლილ თავთან.

ნეტავ ამ სამყაროს როგორ გაზიარო?!
ყველაფერს დავთმობდი ჩემებრ გადაგრია...
ჩემო თვალხატულავ ამ გულის ზიარო,
ალბათ გაიფიქრებ ეს რა დამმართნია.

ვიცი, გეძნელება ბოლომდე გამიგო,
როგორ მეწყინოს და როგორ დაგემდურო.
ეს ზღაპარი მახედ მხოლოდ მე დამიგო
ბედმა და სწადია კენტად კვლავ ვესტუმრო.

მუზას შამამირევს ფიქრით გადალეწილს,
მე კვლავ არაყსა და ღამეს დავაბრალებ...
ბილიკს ამადევნებს ბევრჯერ გადათელილს,
დამათრობს და ისევ კალამს მანაცვალებს.

მთიელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი