დროსაც კი შეშურებოდა
ახლა რომ ვიყო მხატვარი, მოვიმარჯვებდი ფუნჯებს, და დავხატავდი თვალებს, თვალებს, ცასავით ლურჯებს. ისეთ უძირო მზერას, გამოვამწყვდევდი შიგნით, წყაროდ აქცევდა უდაბნოს, მთებს დანისლავდა ფიქრით. მე დავხატავდი ღიმილს, იმდენ სილაღის ფერებს, ააღელვებდა გულს და იყვავილებდა ველებს. ისეთ მუსიკას შევქმნიდი, მე მუსიკოსი რომ ვიყო, დააწყნარებდა სამყაროს, სიმშვიდის ბგერებს მოვიხმობ. გამეფდებოდა ქვეყნად, როგორც მშვიდობის მტრედი, მისკენ ვივლიდით ყველა, თუ შეგვინდობდა ღმერთი. მე ისეთ ლექსებს დავწერდი, ალბათ რომ ვიყო პოეტი, მიღწეულიყო სულამდე, ყოფნიყო ერთი მომენტი. ადამიანთა გონებში, მხოლოდ კეთილი ჩაედო, დროსაც კი შეშურებოდა მსგავსი შედეგი დაედო. მთიელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი