ასე მიდიოდნენ წლები
ასე, მიდიოდნენ წლები...! ღამე, ფიქრით სავსე ხველა, ჭერზე ნისლის ფერი კვამლი, ასე მიდიოდნენ წლები, წუხელაც ვფხიზლობდი მთვრალი. წუთებს ღიმილები ცლიდნენ, დღეებს კვლავ მოჰქონდათ დარდი ასე მიდიოდნენ წლები... ბევრჯერ გაყინულიც დავდნი. სადღაც მარტოობდა მარტი, ივლისს კვლავ მოჰქონდა ვნება, ასე მიდიოდნენ წლები, დამდევს ისევ იმ დღის შვება. პირველად ნასროლი მზერა, ისევ ის სურნელი თმების! ასე მიდიოდნენ წლები, ასე, მიდიოდნენ წლები. გზებზე შეცდომების წვიმა, ცაზე სინანულის ქარი, ასე მიდიოდნენ წლები, სად არ მიმიხურეს კარი... ჩემი მიწა-წყლიდან დევნილს, ზოგჯერ მეძალება სევდა. ასე მიდიოდნენ წლები, ჟამი, სულის კედლებს ხევდა. ჩემი სამშობლოა გული, ჩემი შვილებია განცდა! ასე მიდიოდნენ წლები... მხოლოდ გრძნობები არ გაცვდა. მეუღლეს არ ვამბობ რადგან, უღელს ძალით ვადგავთ ხარებს. ასე მიდიოდნენ წლები, ის კი მე ახლაც მახარებს. ჩემი სურვილია, სუნთქვა, კარგია, არ ამცდა. ასე მიდიოდნენ წლები, მე ის ვინატრე და ახდა! ძმებთან შეფიცული დგომა, ზღვაზე მძლავრია არ დაშრა. ასე მიდიოდნენ წლები, თუმცა დაგვიპირეს დაშლა... ჩემში ანთებული ღმერთი, ბოროტთან დრო და დრო შეხლა ასე მიდიოდნენ წლები, ყოველ ჯერზე ვპოვე შველა. რითმას რითმა ცვლიდა, ძარევებს, სისხლად სდიოდა ლექსები. ასე მიდიოდნენ წლები, ასე, მიდიოდნენ წლები...! მთიელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი