სამშობლოს
ნეტავ რა გიდევს გულშია, აგრე ჩუმად რა გაჩერებს?! რაად არ იტყვი სათქმელსა ნუთუ,შენ არც რა გახელებს. იქნებ დაგღალა ოხერმა სოფლის უკუღმად ტრიალმა, თავ მოგანატრა იქნება, შენც ამინდებმა მზიანმა. ჩამაგითოვლა კალთები სუსხმორეულმა ყინვამა, გაღონებს დარდი უღმერთო, ვერ მაიყარე მთლიანმა. ვინ იცის შენი წუხილი, ცრემლი მდინარედ გდენია. ვერც რო სათქმელი ვერა სთქვი, სად რა იარა გტკენია. არც გაზაფხული გხატვია, ხვდები ნაჭრელი გულითა. რამდენის ტყვიით მოკლულო, უკვდავო შენი სულითა! მთიელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი