დაიზამთრა
დაიზამთრა, მთებზე ისევ ჩამოთოვა როგორ გვიან თენდებიან ღამეები... უძილობა მიღრღნის თვალებს ფიქრიანს და მენატრები ახლა ისე გამეტებით... დამიმტვრიეს გულისპირი ქარიშხლებმა, მომბღავიან ნისლებით და თან წყვდიდადი... ნეტავ ახლა შენს თვალებთან გამაელვა თუ მომისწრებს ვერცხლისფერი განთიადი... ავიშლები ზვავივით და დროს წავლეკავ დღეებს, როცა უშენობით მტკივა სული... მენატრები ახლა ისე გამეტებით ლექსად შემშლის ჩემო, შენი სიყვარული... ავირევი, ამინდივით გავიავდრებ ცას დავთოფავ ნატვრებით და ოცნებებით... დამამშვიდებს მარტო ის რომ ვიცი, მოვალ და შენ ისევ ივლისივით მომერევი... უშენობამ ამიმღვრია ფიქრები და მენატრები, ახლა ისე გამეტებით! დაიზამთრა სულში, მთებზე სუსხი გმინავს უსაშველოდ გრძელდებიან ღამეები... მთიელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი