სულთან ახლოს
ვერ დავიდე ძმაო ბინა, ვერ დავსახლდი სულთან ახლოს... წელს მაისი ისევ წვიმს და რაც მახსოვდა ახლაც მახსოვს... მათრობს ჭრელი აპრილების სურნელი რომ ჩვენთან იცის. კვლავ მაქვს ნდობა ამინდების, დღესაც მჯერა წრფელი ფიცის... არ ხდებიან ოცნებები... ქარი ამბობს, ქარი მანგრევს. და დრო და დრო რომ ვეცემი გული ისევ იმედს აგნებს... მიდი მოდის ქუჩები და ჩემი სახლი კვლავ ერთია... შორს წასული უბნებიდან სამზირალი ჩანს მთებია... ვერ დავიდე ძმაო ბინა, სულთან ახლოს ვერ დავსახლდი... წელს მაისი ისევ წვიმს და წვეთებს ახლაც ლექსად ვაცლი... მთიელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი