ჩამიყოლია ცხოვრებამ
ჩამიყოლია ცხოვრებამ ქარივით დაქრის ირგვლივ დრო. სად რას მოასწრებ ოხერი, აღარც მწადია ვიფიქრო... ლექსებს დავწერდე იქნება ეგ მეყოს რაც რომ ვიარო... ისე მატარე ღმერთო, გზად არავინ დავაზიანო. გულო შენ ჩამიმღეროდე, სულს ჰაერივით ხვდებოდე... საითამც შენით წავიდე იქ გაზაფხულად ვრჩებოდე... ლეგა არწივის ფრთებივით, მეც შამამნისლა მთებზედა... დავიცლებოდე შენს ცაზე დარდს ჩამოგბანდე მხრებზედა. შენს სურვილს ჩემო სამშობლოვ, წინ უსიტყვოდამც ვხვდებოდე. თუკი რამ წამოგტკივდება... წამლად გეყო და გშველოდე. მთიელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი