ფიქრები უფრთო
დაძრწიან გმინვით შენზე ფიქრები, ფიქრები კოჭლი, ფიქრები უფრთო, გადაოხრებულ, დამწვარ ოცნებას ფერი წაართვა ამ ღამემ უფრო. წვიმა ვერ მიხშობს ბედუინს გვალვას - მისი არიაც ვეღარ მმკურნალობს, სისხლი სდის სანთელს, შენთვის დანთებულს - ყოველი წვეთი შენს სახელს გალობს. სიტყვები დაღლით მიმძიმს ბაგეზე - ერთიც არ ცოცხლობს შენთვის ამჯერად, გულს კი, გულს რაც კი მძივად უკინძავს სულ ჩაუმარხავს ლექსად სამღერად. კვლავაც დაძრწიან, დაძრწიან კრძალვით მოგონებანი და ფიქრნი უფრთო, და ამ გრძნობათა ჯოჯოხეთშიც კი არვის მოველი მე შენზე უფრო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
3 კომენტარი
ავტორი?
ჩემია, თუმცა ამ ეტაპზე ფსევდონიმით ვაქვეყნებ.
ძაან კაია, სხვა ახალი გაქვს რამე? როგორ დაგიკავშირდე პირადში