აფრენა, ნახტომი, დაცემა.


იმდენად მიჯაჭვული ვიყავი მიწაზე, მიჭირდა აფრენაზე ფიქრი, მაშინებდა მომავალი, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი შენი ნების გარეშე ხდება, მნიშვნელობა არ აქვს, ხელს შეუწყობ თუ არა, პროცესი შეუქცევადია, ამიტომ გიწევს სიარულივით ისწავლო ფრენა, რადგან პასუხისმგებელი მხოლოდ საკუთარ თავზე აღარ ხარ. შიშის ქვეშ, სიამოვნება უფრო დიდია, სანამ თავს არ უტყდები, ნებიმიერ კარგ დღეს, უფრო მეტი ეიფორია მოაქვს შენთვის, როდესაც დაკარგვის გეშინია, მაშინ ხვდები, რამდენად დიდი გრძნობა იზრდება შენში. ნახტომისთვისაც მზად ხარ, შენთვის პატარა ნაბიჯები აღარ არის საკმარისი, იმდენად შორს იყურები, თუ იგრძენი შენში გრძნობა, რომელიც გპირდება, იმ ნაცრისფერი კედლების გაფერადებას, რომლისთვისაც არ იცოდი, თუ არსებობდა მსგავსი საღებავი. ამ დროს მარტივია დაგავიწყდეს შიში, რადგან მომენტალურად გათამამებს, ის განცდა რასაც გულით ატარებ. არ იცი, თავით სიყვარულის მორევში აღმოჩნდები თუ ფსკერზე, რისკის აღების შემდეგ მოიმკი შედეგს, თუ ვარდნა წარუმატებელი აღმოჩნდა, დაცემული ანგელოზივით, ფრთების გარეშე გააგრძელებ ცხოვრებას, ხალისის გარეშე. წარმატების შემთხვევაში, შენი ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება, მომხიბვლელი ჩანს შორიდან შემოთავაზება, მითუმეტეს მაშინ, თუ აზარტული ხარ. დაუვიწყარი მომენტების შემდეგ, სადაც თავი გამარჯვებული გეგონა, ახელ თვალებს და იაზრებ, რომ ფსკერზე ხარ. იწყებ ფიქრს, რამდენად შეგცვალა ერთმა ნახტომმა, იყურები სარკეში და ვეღარ ცნობ საკუთარ თავს, რადგან შენ აღარ ხარ ის, ვისაც იცნობდნენ, მაგრამ არაფერს ნანობ. ცვლილებები ბევრს მოწონს, ბევრი ვეღარ გიღებს, შენში ზრდი ახალ პერსონაჟს, რადგან ძველი როლით, კრახი განიცადე, იმ ფილმში, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონდა. ერთობი, მუშაობ, თუ სხვა ადამიანს ძინავს შენს მკერდზე, ფიქრობ იმაზე, რაც არ შედგა, ამიტომ, ყოველთვის გგონია, რომ გამოსწორების შანსი გექნება, მაგრამ რამოდენიმე მცდელობის შემდეგ ხვდები, რეალობა სადაც იმყოფები, იმაზე საშიშია, ვიდრე გეგონა, რადგან მცდელობას აღარ აქვს აზრი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი