სინათლის მიღმა
კუბრიკის კადრივით, სისხლი იღვრება დერეფანში, როგორც კი თვალებს ვხუჭავ. ზედმეტად გაფუჭდა პალასა და ყველაფერი იმაზე ცუდად მიდის, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. მტვრიანი თაროდან აკა მორჩილაძე მეძახის, მე კი უნამუსოდ ვპირდები ყოველ ჯერზე, რომ ხვალ გადავშლი წიგნს. როდესაც სიცარიელეში შედიხარ, ხვდები, რომ ბევრი დრო გაქვს, მაგრამ არაფრის ხალისი, რაღაცით ჯოჯოხეთს ჰგავს ეს წარმოდგენა, რადგან ნებისმიერ მომენტში, როდესაც, დრო არ გაქვს, იმაზე ფიქრობ, როგორ გინდა, აკეთებდე იმ ყველაფერს, რისი კეთებაც რეალურად არ გინდა, ან გგონია, რომ გინდა. ყველა ადამიანი ფინიშის ხაზთან ხვდება, რეალურად რა უნდოდა. გამარჯვება ყველას ახარებს, თუმცა, უმრავლესობა მაინც, შორიდან არჩევს სეირის ყურებას. უყურებენ, სხვების მოგებას ან წაგებას, მათ თავიანთი არსებობის არ სწამთ, ამიტომ სხვებზე დებენ ფსონებს. ცხოვრება ჰგავს კაზინოს, რადგან შენი გამარჯვება დროებითია იქამდე, სანამ ცხოვრებას აგრძელებ. მსურს საკუთარ თავზე დავდო ფსონი, ვფიქრობ თუ ცხოვრებაში, ვინმეზე რისკი უნდა აიღო, პირველ რიგში შენი თავით უნდა დაიწყო, თუ არ გწამს საკუთარი თავის, არც სხვას უნდა სთხოვო დაფასება. მიუხედავად იმისა, რომ ვიძირები იმ ფიქრების მორევში, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ბოლოს მიღებს, ზოგჯერ მაინც ვცდილობ, დავეხმარო სხვა ადამიანებს და ცხოვრება გავუმარტივო. ზოგი ხედავს, ზოგი ვეღარ, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, მე სულ მჯეროდა, რომ მთავარი გმირი ვიყავი, ამიტომ მახარებს, რომ საკუთარ ფსიქოლოგებს, ჩემზე დადებითად ესაუბრებიან, მაგრამ მათ არ იციან, რომ თავად მჭირდება ფსიქოლოგი. მჯერა უსასარულოა, თითოეული განცდა, რომელსაც მე ვეძახი ჭეშმარიტებას. ზოგი სწორად გამიგებს, ზოგი ვერა, ბოლო დროს იმაზე მეტ შეცდომას ვუშვებ, ვიდრე მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ არ ვნანობ, მე ვაგროვებ გამოცდილებას და სწორი ადამიანები ხედავენ, ჩემში იმ სიღრმეს, რაც ერთი შეხედვით რთულია დაინახო. მგონია, რომ არასწორია სინანული, რადგან ნებისმიერი დაცემის შემდეგ, ყოველი ახალი ჩასუნთქვა, პირველ გადადმგულ ნაბიჯს ჰგავს. სასაცილოდ მეჩვენებიან ადამიანები, ყოველთვის უფრო რთული ხდება გავუგო მათ, მე კი მათთვის უხასიათო ლანდი ვარ, ვისთვისაც ზედმეტად მკვეთრად გამოვჩნდი, ისინი, კი ნანობენ, რომ ეს შავ-თეთრი სახატავი გააფერადეს. ეს არის ცხოვრება სინათლის მიღმა, მაგრამ მწამს, რომ მიწისქვეშეთში იმალება ყველა მანათობელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი