მე, როგორც ალმოდოვარი


ვუყურებ ყვითელ ცას, რომელსაც წარმოსახვაში სისხლი ერევა, ზოგჯერ იმდენად მაშინებს ჩემი წარმოსახვა, ვფიქრობ, ღირს თუ არა, ფაქიზად შესანახი ჭურჭელივით ფიქრების ასახვა, რადგან მგონია, რომ ყველა სხვანაირად იგებს, იმ მარტივ აზრს, თუ ნამუშევარს, რომელშიც თითქოს მხოლოდ ერთია ჭეშმარიტება. არ მიყვარს ახსნა, თუ ყველაფრის ახსნა გახდა საჭირო, ვთვლი, რომ არასწორი ადამიანის ხელშია ხელოვნება. ლოგიკურია თუ ბევრი კითხვის ნიშანი დაგრჩა, ან თუ იფიქრე, რომ მარტივად ჩაწვდი იდეას, ესეიგი ყველაფერი სწორად ხდება. ახლა აგიხნი ამ პარადოქსს, რეალურად განსხვავებისა, ძალიან ჰგავს ერთმანეთს ეს ორი აზრი, იმიტომ, რომ ზოგი უბრალოდ ჩაღრმავების გარეშე თვლის, რომ ყველაფერი გაიგო და აღარ საჭიროებს ზედმეტ ფიქრს, მეორე ნაწილი კი, უბრალოდ თეთრ სურათს უყურებს და ცდილობს დაინახოს, ის, რაც არ არსებობს, მრავალი კითხვით საკუთარ თავთან, ცდილობს ეძიოს პასუხი, იქამდე სანამ არ მიაგნებს ჭეშმარიტებას. ყველაფერი ლოგიკას ექვემდებარება, რასაც გადაწყვეტ, მთავარია არ ჩარიო ყველა ადამიანი, იმის გასაგებად, რაც შენი გადასაწყვეტია. სასაცილოა მიხვიდე, რეჟისორთან, რამოდენიმე ღრუბლის იქით, დაუკაკუნო ლურჯ კარებზე და ჰკითხო, რატომ არის გაუგებარი მისი ფილმი. მე გავაკეთე, ის, რისი გაკეთებაც მინდოდა, არ ვღელავ, რამდენად დიდი ან პატარა მოგეჩვენება. სულში ჩაიხედე და მიხვდები, პლასტელინივით იკრობ ყველაფერს, რაც ოდნავ მაინც ახლოს მოდის შენთან და ვინ იცის რამდენ რამეს ატან ქარს, რაც, სასარგებლო იქნებოდა. ჩემი ქაოსური აზრების ახსნა, რომ შემძლებოდა, არაფერს დავწერდი. ზოგჯერ ის, რომ არ მესიზმრებოდეს, რასაც შენ ხედავ, ვერცერთ ნამუშევარს იხილავდი. მე, როგორც ალმოდოვარი, სიგიჟის ზღვარზე ვიმყოფები, სადაც ვცდილობ, ინტელექტით, ესთეტიკამ გადაწონოს პიროვნული აშლილობა, ნუ მკითხავ, რას რატომ ვაკეთებ, ან რას რატომ არ ვაკეთებ, ამ ყველაფერზე პასუხი, რომ მქონოდა, მერწმუნე, ვერასდროს გამიცნობდი. ზედმეტად დამღლელია ყოველდღიურობა, გაქვევის საშუალება, მხოლოდ ჩვენი სულის სიმებია, რომლებზეც დაკვრას ვსწავლობ, ნუ გიკვირს, როდესაც გეხები, რადგან, მე ამისთვის დავიბადე, თუ ოდესმე დავკარგე თავი და გავხდი ისეთი, როგორიც არ უნდა ვყოფილიყავი, გახსოვდეს, მე ისეთი ვარ, როგორსაც აქ მხედავ, სხვა ყველაფერი რუტინაა, რომელიც მყლაპავს, ცხოვრება, რომელიც ძალას მაცლის. მე, არ მინდა, რომ გაიხადო, მე მინდა, ის ჩაიცვა, რასაც შენთვის ვქარგავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი