რეალური ცხოვრება
ზოგჯერ საკუთარ თავს ვაზიანებ, თითქოს ფორტეპიანოს მასწავლებელი ვარ. ვგრძნობ რომ ცარიელი ადამიანები ჩემს ხელში, ქაღალდებივით იკუჭებიან, ბასრი ფიქრების კორიანტელში დარდით ვივსები და ხანდახან სევდა, ზედმეტად ემსგავსება ალკოჰოლს, რადგან ის რაც სხვებისთვის სასიამოვნოა, ჩემთვის ტკივილთან ასოცირდება. ოთახი მზის სხივებისგან იმდენად დაცლილია, ვხვდები, რომ ბნელი კარცერი ცხოვრებას ჰგავს. მახსოვს ერთი სხივი, როგორ ცვლიდა სურათს, მინიმალიზმი ყოველთვის ჩემი თანმდევი არ ყოფილა, მაგრამ მივხვდი, რომ ერთზე მეტი, ზოგჯერ ქაოსს ნიშნავს. ქაოსი თავში არაპნოგნოზირებადი ამინდივით ქარიშხლად იქცევა, მაშინ, როდესაც სიმშვიდეს ეძებ. ჩვენ სულ ვეძებთ, განუწყვეტლივ და პროცესში გახსენება გვიწევს, რატომ აღმოვჩნდით გზატკეცილზე. ადამიანები ხშირად ვთვლით, რომ გზას, რომელსაც დავადექით, ბოლომდე უნდა მივყვეთ. მაშინაც კი, როდესაც არ ვიცით, საით მიდის, ან როდის დასრულდება. უწყვეტი ბილიკების ერთობლიობა, რომელსაც საბოლოოდ დინებას ვეძახით. თავს ვაიძულებთ არ ვიფიქროთ, რომ გზას დასასრული არ აქვს, რადგან მიზნის მიღწევის ჟინით, მთების გადაადგილების ძალა გვეძლევა. ადამიანებს თუ ვამცნობთ, მიზნის არ არსებობას, უეცრად დაკარგავს მათთვის ყველაფერი არსს და ხელს თვითმკვლელებივით ჩაიქნევენ. ამიტომ არამარტო საკუთარ თავს, სხვებსაც ვაჯერებთ, იმას, რაც არ არსებობს. ღრმად ვიძირებით ილუზიების მორევში და თავად გვავიწყდება, რა იყო: რეალური ცხოვრება. სიტყვები ჩავანაცვლეთ, რადგან ცხოვრებაზე უპირატესი გახდა არსებობა. სამხილებიც გაქრა, ამიტომ, შეუძლებელია იდენტობის დადგენა, როგორც იმ ადამიანის შემთხვევაში, რომელმაც, ანაბეჭდების გაქრობის მიზნით, საკუთარი ხელები, ცეცხლის ალში გახვია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი