ფერფლი
ყოველთვის მუქია თბილისი, არ მიყვარს გართობა და საერთოდ ვერ ვხვდები რითი ერთობიან ადამიანები, მგონია, რომ რაც გაუგიათ სასიამოვნოა, მაიმუნებივით იმეორებენ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გრძნობენ, ამბობენ, რამდენად სიამოვნებთ ის ყველაფერი, რაც მხოლოდ გაგებული აქვთ, ვიცი, სიგიჟეა, მაგრამ ამ გარემოცვაში გვიწევს არსებობა. ვინ იცის რამდენჯერ მივსულვარ, გულის რევით სახლში, მარტო იმ აქტის გამო, რომლისთვისაც კალთებს იხევენ. ცხოვრებაში არაფერზე ვყოფილვარ დამოკიდებული, მაგრამ ყველაზე დიდი კაიფი, ადამიანით შევიგრძენი, როგორც ყველა დამოკიდებულება აღნიშნულიც არა ჯანსაღია, რადგან შეიძლება ნარკოტიკივით გექცეს ის დოზა, რომელსაც ვეღარ მიიღებ, იმიტომ, რომ დასაწყისშივე იცი, ეს ყველაფერი დროებითია. არავის უნდა უსასროლოდ არაფერი, სიყვარულის გარდა, მათ შორის არც სექსი. რადგან ყველაფერი ხუნდება, როგორც ჩემი ძველი მაისურები, რომლებსაც სიხარულით ვატარებდი და როცა მეცვა, მეგონა ხალხი მამჩნევდა, იმდენად ლამაზი მეჩვენებოდა, მაგრამ დღეს, დედაჩემი იყენებს ფანჯრების საწმენდად. ასე ინგრევა ის კომფორტიც, რომელშიც დროებით აბიჯებ, ერთადერთი რასაც დრო ვერაფერს აკლებს სიყვარულია, ვამჩნევ, დროის გასვლის შემდეგ მეტად გვიყვარდება. ადამიანი რაც უფრო შორსაა უფრო იდეალური გეჩვენება. ვერ ეხები, ვერაფერს აფუჭებ, იმდენად წმინდა რჩება ყველა განცდა, რომ სულ გინდა ახლოს მიხვიდე, ნებისმიერ ღამეს ვნებისგან დამწვარს და ენერგიით სავსეს, ერთადერთი რაც გაკლია სიყვარულია, რადგან იცი, რომ შენ რაღაც გაცვალე, მაგრამ არ შეგიძენია, ადამიანს კი ყველაზე მეტად ახარებს, როდესაც მის საკუთრებაშია ის, რაც ყოველთვის უნდოდა. ჩემთვის სიყვარული უსასრულობას უდრის, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვეძებ, ვხვდები ვიფერფლები იქ, სადაც სხვები ფრთებს შლიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი