სავსე მთვარე
ვგრძნობ, დაცარიელდა ჩემი სხეული, მგონი, დავემსგავსე წიგნების თაროს, ვერ ვამხელ, რატომ მქვია სნეული, ვის შეუძლია, სიზმრები მართოს? ისე უმოწყალოდ მებრძვის ფიქრები, შენც, რომ ვერ ჩათვლემ, ისეთი ღამეა, ისევ, ისე, ერთი ტემპით ვიცლები, ვხვდები, დღეს სავსე მხოლოდ მთვარეა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი