მეფის სიტყვა


გეწყინება, ჩემზე, რომ ბევრმა გაიგოს,
მაგრამ არ გინდა, კიბის ქვეშ მოვკვდე,
მეფის სიტყვით შენ თუ ვერ კაიფობ,
მე ვერ გასწავლი, რომ უნდა გრძნობდე.

წარსულში ჩვენი გზები ორად გაიყო,
ამიტომ მიწევს, ვინც მიყვარს ვთმობდე,
ზუსტად ვერ ავსახავ, იმას, რაც იყო,
დუმილს ვირჩევდი, გარკვეულ დრომდე.

შემდეგ სტროფებად დაიქცა გრძნობა,
დღესაც ვიხსენებ, თითოეულ მომენტს,
თუ კი მფრინავმა თავის ადგილი ჰპოვა,
შემდეგ ქარივით, სულ უნდა ქროდეს.

შენს სულს შევეხე და შენ ამიტომ,
გინდა, ლექსების მიღმა, რომ მცნობდე,
გეწყინება, ჩემზე, რომ ბევრმა გაიგოს,
მაგრამ არ გინდა, კიბის ქვეშ მოვკვდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი