მე შენ მიყვარხარ ისევ უსიტყვოდ


მე შენ მიყვარხარ ისევ უსიტყვოდ,
მერე რა, თუ მე ვერ გაგიცანი,
სულ თან დამყვება, მე შენზე დარდი 
და ვერ მოვდივარ, შენთან მტირალი.

შენ ანგელოზი გეწოდა ადრე, 
მე კი უბრალოდ ადამიანი,
ვიცი შენ ფრთებით დამიცავ ისევ,
რომ ამარიდო ყველა რქიანი.

მე არ დამჭირდა შენი ხილვა,
იმისთვის, რომ სულ მენატრებოდე,
შენი მწამდეს, შენი მეშინოდეს,
ზოგჯერ უბრალოდ შენზე ვფიქრობდე.
ვერ დაგივიწყებ, სანამ ვიცოცხლებ,
სხვები თუნდაც ამას ვეღარ ხვდებოდნენ,
მე შენზე ფიქრით ვეხვევი ცეცხლში
და მსურს შენი სიყვარულით ვიწვოდე.

შენზე არ ვსაუბრობ, მაგრამ შენზე ვფიქრობ, 
მინდა შენთან ვიდრე, აქ ამ სამყაროში,
გულზე იარებს და დარდებს ვეღარ ვიქრობ,
ვეღარ ვდგები უკვე, მე ჩემს კალაპოტში.

ზოგჯერ მოვდივარ და ქვასაც ვეღარ ვკოცნი,
მდუმარედ თავს ვხრი და ცერად ვიხედები,
შენ ხარ ანგელოზი, მე დამძიმებულს ცოდვით,
სულ გაწბილებული მრჩება იმედები.

მე შენ მიყვარხარ ისევ უსიტყვოდ,
მერე რა, თუ მე, ვერ გაგიცანი,
სულ თან დამყვება, მე შენზე დარდი
და დღეს მოვდივარ, შენთან მტირალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი