რეალობის საზღვარი
ვიხსენებ, ჩემი ნებით ვირჩევდი დევნას, როდესაც თეთრ ხელებში გატყდა გიშერი, გრძნობები ჰგავდა ჩახლართულ სქემას, სადაც ვერასდროს, ვერაფერს ვიგებდით. შეცვლი მსახიობს და ვერ გადაწერ სცენარს, ვახსოვართ ადგილებს, სადაც ვისხედით, ქარიან ღამეს წვიმა აფორმებდა სპექტაკლს, სადაც ერთ კადრში მარტო, გზაზე ვიდექით. ვხვდები, რომ თავი ვერ დავიცავი შენგან, რადგან შენ, ჩემს გარეშე კარგად იქნები, მე წლების შემდეგაც სიზმარში გხედავ, მაგრამ რეალობის საზღვარზე არ ვიჭრები. კვლავ ვერ შევეშვი ტრაგიკული აზრების წერას, დღესაც თქვენს თვალწინ ვდგავარ შიშველი, გავხარ წყვდიადში გაგებულ ხმაურიან ბგერას, ამიტომ სასტიკი დუმილით ვეღარ მიშველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი