უთავბოლო
მისი დაბრუნება ჰგავს აგვისტოს თოვას, მაგრამ შენ ტანზე მაინც, გაცვია სითბო, სულ ელი, იმას ვინც არასდროს მოვა, ამიტომ ცდილობ, რაც ვერ იგრძენი, იგრძნო. თავს ეუბნები, ცვლილებების დროა, დრო მოვიდა სარკეში, თავი, რომ იცნო, ხედავ შენს გარშემო ისევ ის ბრბოა, რომელშიც ნათებამ საგრძნობლად იკლო. მინდა ფხიზელ თვალებში გიყურო დილით, მომწყინდა ღამით, სიღრმეებში შესვლა, იქ სადაც, არაფერი იცვლება, ვიცით, მაგრამ განუწყვეტლივ, ვქექავთ და ვქექავთ. სანამ ალკოჰოლით კარს უღებ სევდას, წარსულის კადრებს აქ, არ უჩანს ბოლო, ამბობენ და შენც საბოლოოდ გჯერა, თითქოსდა მიიღე, რომ ხარ უთავბოლო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი