როდესაც


როდესაც ტკივილს ვერ იგრძნობ მკერდში,
როდესაც ტკივილს გაიქრობ ხმაში,
როდესაც იგრძნობ ხალისს სხვა წრეში,
როდესაც ცრემლი დაშრება თვალში.
როდესაც იფიქრებ არ გტკივა ახლა,
როდესაც სევდის შეწყდება თოვა,
როდესაც გაქრება სტრესიც და დაღლაც,
როდესაც იფიქრებ, რომ აღარ მოვალ.
როდესაც დღეებს მიეცემა ფერი,
როდესაც ნათელი გახდება დილა,
როდესაც გაქრება ქალაქში მტვერი,
როდესაც არ იდარდებ, რომ გცივა.
როდესაც ღამით არ იფიქრებ ჩემზე,
როდესაც არ აგეკიდები დარდად,
როდესაც იფიქრებ ხარ სულ სხვა ველზე,
ალბათ, მე მაშინ, ვიქნები კარგად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი