ყალბი თეატრი


ვიცი აქ სხვა საბადოა
და არ ვიცი ვინ არიან,
საიდუმლო, რომ გაგანდო,
არც გაცნობა მიხარია.
ვხვდები, სულ სხვა ნაპირია,
ხიდზე ფულით გადადიან,
მე კი სიყვარულის გარდა,
არაფერი მაბადია.
ტრაგიკული კომედია,
სასაცილო სცენარია,
ვნახე მათთან სიმართლეა,
უკვე დიდი ლატარია.
აქ ერთმანეთს უღიმიან,
ზურგს უკან კი დასცინიან,
მე კი დამჯდარი მაქვს ისევ,
პირფერობის ბატარეა.
ვნახე ყველა თვითმარქვია,
თითქოს ცუდი სიზმარია,
ვისაც ნიღაბი არ ჰქონდა,
ის უთავო მხედარია.
ბრუტალურად ნამდვილი ვარ,
სადაც ყალბი თეატრია,
ამიტომ მე ვრჩები მათთვის,
ისევ საანკესო ჭია.
ვამჩნევ სდუმან ვისაც ვიცი, 
ჩემზე მეტად შიათ,
უსამართლოდ დაბორკილს ახარებს
ბორკილებს, რომ ხსნიან.
ვიწამლებით, ვიცვლებით,
ჩვენ იდენტობას შლიან,
ზოგჯერ გული მწყდება,
მათ, რომ ადამიანები ჰქვიათ.
გვპოულობენ დაჭრილს,
თითქოს ვიქეცით არწივად,
გვამადლიან თავზე ჭერს
და იმას, რომ არ გვცივა.
ვეღარ ვიარსებებთ გვიან,
თუ კი ინდივიდს შეცვლიან,
რადგან ამ დაპროგრამებულ
მასას სათავისოდ ქმნიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი