სისხლიანი იები
ისევ იწვიმებს ჩემი გრძნობები, სისხლი შეღებავს ნაჩუქარ იებს, უფასურდება, მძიმე სტროფები, როდესაც ეჭვობენ, უტყუარ სიტყვებს. აქ თავისუფლებს ჰგვანან მონები, ისინი ისვრიან ცარიელ ტყვიებს, თუ ვერ გაგაკვირვეს ჭკუა გონებით, ბოლოს სიმდიდრისკენ იშვერენ თითებს. თბილ მოგონებებს ინახავენ - ცივი ხელები, ვიცვლი ტანსაცმელს, ისინი იცვლიან იერს, იკითხეს ჟურნალი, ვერ გახდნენ - თბილისელები, მე კი, წამლებით ხელში, დავემსგავსე ხნიერს. ბევრმა იარამ, ტანზე როგორც, შხამიანმა გველმა იარა, მოვიტყუე, რადგან ქალბატონს, ვუთხარი - წყენამ გადამიარა. დრო გადის, მე კი, მხოლოდ, მემატება იარა, დღეს ერთმა ქალმა თავის სხეული, ინტერნეტივით გამიზიარა. მე შენთან ვარ მუდამ, მერე რა თუ, მე და შენ ერთად აღარ ვიქნებით, შენ აქრობ, იმ ცეცხლს სადაც ჯიუტად, მოვალ და ნახავ კვლავ ავინთები. სანამ სიყვარულის ძალა შემრჩება, მჯერა, იქამდე არ დავიცლები და შენ დამაფასებ მაშინ როდესაც, ალბათ უბრალოდ გარდავიცვლები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი