მელანქოლია


თქვენ გგონიათ, რომ მე გამიცანით,
ვერც გეკამათეთ, ასე გგონიათ.
მაგრამ ვერ ხვდებით ჩემი სიგიჟე, 
თქვენ ხასიათთან მონაგონია.

ლექსებს სიყვარულზეც ვეღარ ვწერ, 
თან სულ დამყვება ეს აგონია
და შინაგანად ვხვდები, რომ თავად,
ვშვი და გავზარდე მელანქოლია.

ცივი კედლები, ცხელი მდედრები,
ვიღუპებით და ვხდებით ცხედრები,
ვცოდავთ უაზროდ, ვცოდავთ აშკარად 
და მას ვაკითხავთ ბოლოს ვედრებით.

ცივი ხელები, ცხელი კერძები,
ვახშმად წარსულის ფრაგმენტები,
თქვენი სიყვარული თუ კი სადაა, 
რატომ სჭირდება ორნამენტები?

ვისთვის პოეზია, ვისთვის გოდება,
ვისთვის უბრალოდ სენტიმენტები,
მე კი დავიწუნე თქვენი ხედვები
და შუბლზე აკრული ეტიკეტები.

მე არ მჭირდება მქუხარე ტაში,
მე არ მჭირდება უაზრო ქება,
თუ უსამართლოდ ზურგს მაქცევ მაშინ,
როდესაც ჩემგან არაფერი რჩება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი