ჭრილობა


დარდით აბრუნებ უკან დროს,
დღეს ვისზე დარდობ არ იცი.
ის დაბრუნებას თუ არ გთხოვს,
მის ტკივილს რატომ განიცდი?
ზოგჯერ რასაც გრძნობს უარყოფს,
შენ კი წნეხისგან გაცივდი,
ასე მარტივად თუ დაგთმობს,
ქარში მეტს ნუღარ დაიცდი.
ვიცი მის ფიქრებს დარაჯობ,
გინდა ჩაწვდე ის რას ფიქრობს,
წყვდიადში გრძნობით ანათო
და რაც არ გესმის, გაიგო.
ფერი მიეცეს შავ ფიქრებს,
ყველა აზრი, რომ გაქარწყლდეს,
იქნებ, ტყუილი ტვინს გირევს,
იქნებ, ცდები თავს, ფარსს ახვევ.
განა მე არ მსურს მოგება,
განა მე მსურს, რომ დამარცხდე,
სხვა როლის სცადე მორგება
და ინანე, ის რაც არ სცადე.
ფაქტები როგორც ჭრილობა,
გაიხსენე და თან ატარე,
თუ მათ დაკარგეს ზრდილობა,
შენც მათი ხატი არ გახდე.
ჭიქაში ვასხამ უძილობას,
რომ შენ განახო ფირებად,
ის რაც არ არის გმირობა,
არც შენ აქციო მიღწევად.
თუ კი აღარ სურს მოსმენა,
თუ კი აშინებს გრძნობა,
იქნებ, აღარ ღირს მოთმენა,
იქნებ, დასრულდა ტრფობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი