პოეტური არქიტექტურა


ციმციმებდა ლამპიონი,
ჩანდა მოხატული სკოლა,
შუაღამით, რომ მაკოცე,
დილითვე მოვიგე რბოლა,
შენ თუ გამინათებ წყვდიადს,
მე შევძლებ ავიღო ტროა,
მხოლოდ შენ უნდა იწამო,
რომ აქ, უკვე ჩემი დროა.

ქარი გაფანტავს ძველ ფოთლებს,
წერილებს მოგიტანს მტრედი,
ალბათ ვერც კი დაიჯერებ,
შენზე როდის და სად ვწერდი,
ვერ მამჩნევდი, მაგრამ, 
მაშინაც ვიყავი შენში,
როცა თეთრი ხელები შენ,
გქონდა აკვარელში.

იმედებით ვსვრიდი,
ყვითელ მაკულატურას,
სქემებად ვაქციე გრძნობა,
ღამით ვსტუმრობ სახურავს,
სიტყვებით ვაშენე,
პოეტური არქიტექტურა,
შენ, აღარ გსურს თანაგრძნობა,
მარტოობა გახურავს.

ვიცი, ხანდახან რას ფიქრობ
და შენ ხანდახან რა გჭამს,
ვგავართ დაკარგულ სურათებს,
აწმყო იმედებს გვიკლავს,
შენ თუ დამკარგავ ამ გზაზე,
ნისლში გაგახსენებ თავს,
იმისთვის, რომ დაგარწმუნო,
გრძნობა, ვარდნას აღარ ჰგავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი