თბილისს ათოვდა სევდა
თბილისს ათოვდა სევდა, იდუმალი პოეტი წერდა, რასაც ვერ იტევდა ხევდა, რადგან თვლიდა სულს ვერავინ ხედავდა. მას ყოველთვის უნდოდა ეთქვა, რამდენს ნიშნავდა ის გულის ფეთქვა, მისთვის სხვა სახელი ერქვა, მაგრამ გამხელას ვეღარ ბედავდა. აღარ მღეროდა ჩუმად გალობდა ხალხში, თითქოს ის ლოცვებს ფანტავდა ქარში, გამუდმებით ეძებდა სხვადასხვა ქალში, მან რაც ერთხელ უკვე იპოვა მასში. და ისევ არ ჩანდა ნათელი ბნელში, გამუდმებით მარტო, ხედავდნენ სხვენში, ხანდახან მასა მას, ეძახდა შეშლილს, რადგან ვერ იტანდენ, რაც არ ჰგავდა წესრიგს. ის კი ქაოსში იყო, გამუდმებით სტრესში, ხალხისთვის უცხო, უხასიათო ლეში, თხოვდნენ ღიმილს და აშრებოდა ცრემლი, აქრობნდენ მის სახლს, სულს ეკიდა ცეცხლი. იყო დრო სიხარული ჰქონდა მას მეტი, დღეს გადის წლები და მეც გვიან ვხვდები, იცი, ის უცხო სული, იშვება შენშიც, როდესაც სიყვარულს დაკარგავ მტვერში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი