იმედი
ერთ ღამეს შენს გამო გავხდი მე ქურდი და ეს არასდროს არ მინანია, არ მითქვამს აქამდე, უბრალოდ ვდუმდი, დღეს ვამბობ სიმართლეს და მიხარია, ყოველი დღე და თვე, წამი თუ წუთი, რომლებიც ჩვენგან მგონი გარბიან, შევქმენი, რადგან გავხდი მე ქურდი და სიცოცხლის იმედი მომიპარია. იმედი რომელიც არ ანათებდა, იმედი რომელიც შენთვის აინთო, თითქოს აქამდე რაც კაშკაშებდა, მათმა ნათებამ, ქრობა დაიწყო. შენ გახდი ჩემი გზის მანათობელი, შენმა ღიმილმა სიბნელე შთანთქა, როგორც მზე, როგორც მახარობელი, ერთხელ დაღამდა და უბრალოდ ჩაქვრა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი